ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება საქმეზე PHR-ი მარი მალაზონიას წინააღმდეგ

17634877_1260483930668004_1008731070952802878_nჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “პირადი ექიმი – მარი მალაზონიას” წამყვანმა მარი მალაზონიამ დაარღვია ქარტიის მერვე პრიციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.”

განმცხადებელი, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” სადავოდ ხდიდა 2017 წლის 27 იანვარს გასულ გადაცემას, როდესაც წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი.

საქმის განხილვას როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ესწრებოდა.  გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

17634289_1260484290667968_1463999322425237092_n

Leave a comment