PHR-ის განცხადების საფუძველზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “იმედის” ჟურნალისტებს პროფესიული პრინციპების დარღვევა დაუდგინა

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადების საფუძველზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ “იმედის” ჟურნალისტებსა და პროდიუსერს პროფესიული პრინციპების დარღვევა დაუდგინა. 

PHR-მა ეთიკის ქარტიას  განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა „დღის შოუს“ წამყვანებისა და პროდიუსერების წინააღმდეგ მიმართა, სადაც ჟურნალისტებმა ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში ყური გაუხვრიტეს. PHR მიიჩნევდა, რომ აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს და ასევე მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია).

უნდა აღინიშნოს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა დადგინდა „დღის შოუს“ წამყვანებისა და  პროდიუსერების წინააღმდეგ, ხოლო დისკრიმინაციის ნაწილში (მე-7 პრინციპი) მხოლოდ იმ წამყვანების წინააღმდეგ, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს დისკრიმინაციული ფრაზა.

საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა. განხილვას ესწრებოდა განმცხადებელის წარმომადგენელი, მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, თუმცა, წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება.

საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s