„თბილისი პრაიდის“ ინტერესების დაცვის მიზნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

FOR ENGLISH, PLEASE, SCROLL DOWN 2019 წლის 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თბილისი პრაიდის“ სახელით დაარეგისტრირა სარჩელი შპს „პრომოუტერის“ წინააღმდეგ, საქმიანობის სფეროს (ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა) ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით. 2019 წლის ივნისის თვეში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა ლგბტქ+ ადამიანების ღირსების (პრაიდის) კვირეულის ორგანიზება, კვირეულის ორგანიზატორმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდი“ და მისმა…

PHR ეხმაურება პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს, 2019 წლის 11 დეკემბერს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ არასრუწლოვნის მიმართ სავარაუდოდ განოხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით, რასაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა მოყვა. 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებით ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში.  თუმცა, გამოწვევად რჩება კოდექსის ეფექტური აღსრულება, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე. პრობლემურია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების…

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრვი და საერთაშორისო ორგანიზაციები,  სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ დ მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური…

დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო. დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო…

დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2019 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღად“ ცნობილი კანონპროექტი. წარმოგიდგენთ კოალიციის მოსაზრებებს მასთან დაკავშირებით: პროექტში დადებითად უნდა შეფასდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების დაკონკრეტება და სკოლის მსმენელთა შერჩევის პროცესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოცალკევება. ამავდროულად, პროექტში არის რამდენიმე სიახლე, რაც კრიტიკას იმსახურებს. სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სააპელაციო…

მოვუწოდებთ შსს-ს ძალადობრივი ჯგუფების მუქარაზე ადეკვატური რეაგირებისკენ

,,კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.[1] “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.[2] განსხვავებული შეხედულებების მქონე…

ხელმომწერი ორგანიზაციები 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ფაქტს და მოვუწოდებთ პროკურატურას, დროულად მოახდინოს ყველა დაზარალებული პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.  ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და…

თამთა თოდაძის საქმე – “კოალიცია თანასწორობისთვის” განცხადება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას. 2019 წლის 4 ოქტომბერს…

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

საქართველოს კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. მისი მიზანი კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობაა.[1] 11 სექტემბერს კომიტეტმა ეს მექანიზმი აამოქმედა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „სამუშაო ჯგუფის ფორმატი შინაარსობრივ შეფასებას ვერ გააკეთებს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერებიდან და იმ ლოგიკური დასკვნიდან გამომდინარე, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტი იძლევა.“[2] კოალიციას…

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა. გასაუბრების პროცესის ღიაობა და საჯაროობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ფართო საზოგადოებისათვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა. როგორც  მოქმედ მოსამართლეთა, ასევე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა  კომპეტენციისა…