PHR-ის იურისტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ქალთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

11ოქტომბერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა მარიამ ქევხიშვილმა „ამერიკის კუთხე – რუსთავისა“ და „ახალგაზრდა ინიციატორების“ მოწვევით ამავე ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქალებისთვის ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მარიამმა შეხვედრაზე ქალთა ემანსიპაციის შესახებ ისაუბრა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მაგალითზე. მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები გააცნო, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობაზე, შრომით ურთიერთობებსა და გენდერული ნიშნით…

შშმ ბავშვთა უფლებები სასამართლოს პრიორიტეტი არ არის

2016 წლის ივნისს სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. მას შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ პროცესის ჩანიშვნას. რამდენიმე თვის წინ სასამართლოდან აცნობეს, რომ მოსამართლე შეიცვალა და პროცესი კიდევ უფრო გაიწელა. PHR-მა პროცესის დაჩქარებით ჩანიშვნაზე სასამართლოს წერილობით 4-ჯერ მიმართა, მოსამართლის თანაშემწეს არაერთხელ დაურეკეს. მაგრამ დღემდე არ იციან, როდის დაიწყება საბას საქმის განხილვა. სახელმწიფოსგან საბასთვის კარგ და პროფესიონალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასა და…

“ბავშვს სჭირდება მშობელი, როგორც დამცველი” – ექიმებთან მარტო დარჩენა პატარებისთვის სტრესულია

“ბავშვისა და დედის ერთმანეთისგან დაშორების უარყოფითი შედეგები ძალიან მძიმეა, ჩემი მოსაზრებით, ბავშვები ხშირად მეორად სტრესს განიცდიან იმის გამო, რომ უცხო ადამიანებთან მარტო რჩებიან, მაშინ, როდესაც სამედიცინო შედეგიც უკეთესი დადგება, თუ ბავშვს გვერდით ახლობელი ეყოლება. როდესაც სამედიცინო მანიპულაციების დროს ბავშვი მარტო რჩება, ამ დროს მისი მეორადი ტრავმატიზაცია ხდება”, ► სტატიაში ანა არგანაშვილი საუბრობს, თუ რამდენად სტრესულია…

როგორ შეიძლება ონლაინრისკებისგან ბავშვების დაცვა

ინტერნეტსაფრთხეები, ონლაინ რისკებისგან ბავშვების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება, – ამ პრინციპების დაცვა ერთდროულად უნდა მოახერხოს კანონმა, რომლის შესახებ განცხადება პარლამენტში ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ, გააკეთა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა. რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ონლაინრისკებისგან ბავშვების დაცვა და რა შეკითხვები ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, მარიამ…

“დღეს გოგონათა საერთაშორისო დღეა, საქმე კი, მისალოცად არ გვაქვს”

11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება.  თარიღი 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გოგონათა უფლებების დაცვისა და აღიარებით მიზნით გამოცხადდა. გოგონათა საერთაშრისო დღეს სოციალურ ქსელში მეგობრები ერთმანეთს ფერადი, ლამაზი ფოტოებით ულოცავენ. თუმცა, რამდენად გვაქვს საქმე მოსალოცად არსებული სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ქალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასთან პირდაპირ კავშირშია, ამაზე ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სხვაგვარად ფიქრობენ.…

გადაწყვეტილება საქმეზე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნატა ტაბიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; მოპასუხე : ნატა ტაბიძე; პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი; გადაწყვეტილება 02 სექტემბერი, 2017 წელი საქმეზე N 147 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნატა ტაბიძის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, თეა ზიბზიბაძე. განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოპასუხე: ნატა ტაბიძე აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ…

ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდასაჭერად

ბროშურა – “ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდასაჭერად”, ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ქალებისთვის მოამზადა. ბროშურა დაგეხმარებათ, მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ძალადობა? ძალადობის რა ფორმები არსებობს და ვის შეგიძლიათ  მიმართოთ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.