PHR-მა მარი მალაზონიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

PHR-მა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტელეწამყვანის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ დაირღვა ქარტიის მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-8 (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

2017 წლის 27 იანვარს, გადაცემის მიმდინარეობისას, გადაცემის წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი.

PHR მიიჩნევს, რომ “გადაცემაში მოწვეული ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლების დარღვევას. გადაცემის წამყვანმა ბავშვის სხეული გამოიყენა საჩვენებელ ობიექტად. შედეგად, მან ხელყო ბავშვის ღირსება, ხოლო მისი დეფორმირებული გულ-მკერდის ჩვენებით, გაუმართლებლად შეიჭრა ბავშვის პირად ცხოვრებაში”.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს: http://qartia.org.ge/phr/

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s