„თბილისი პრაიდის“ ინტერესების დაცვის მიზნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

FOR ENGLISH, PLEASE, SCROLL DOWN 2019 წლის 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თბილისი პრაიდის“ სახელით დაარეგისტრირა სარჩელი შპს „პრომოუტერის“ წინააღმდეგ, საქმიანობის სფეროს (ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა) ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით. 2019 წლის ივნისის თვეში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა ლგბტქ+ ადამიანების ღირსების (პრაიდის) კვირეულის ორგანიზება, კვირეულის ორგანიზატორმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდი“ და მისმა…

სასამართლომ მოძალადედ აღიარა კაცი, რომლის მიმართაც პროკურატურა ისევ არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას

2019 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსხვერპლად აღიარა ქალი, რომლის მიმართ ადევნების, შემაკავებელი ორდერის მრავალჯერადი დარღვევისა და იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს დღემდე უშედეგოდ იძიებს სახელმწიფო. PHR-მა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, რაც საგამოძიებო უწყებებმა მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად პასუხისგებაში არ მისცეს მოძალადე  და არ უზრუნველყვეს ქალის დაცვა განმეორებითი ძალადობისგან. სასამართლომ, …

PHR-ის საქმეზე სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა

2019 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. PHR-ის წარმოებაშია საქმე, რომელიც შეეხება ქალის მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო ადევნების, სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და შემაკავებელი ორდერის რამდენჯერმე დარღვევის ფაქტს, რაზედაც სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება ხორციელდება. 2019 წლის ივლისში, ორგანიზაციას დასახმარებლად…

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი საქართველოს მთავრობის ანგარიშს განიხილავს

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი რიგით პირველი ანგარიშის წინასასესიო განხილვა ჩანიშნა. დოკუმენტის პირველადი განხილვა 2020 წლის 30 მარტი – 3 აპრილის შუალედში მოხდება, რომლის შედეგადაც კომიტეტი მას კიდევ ერთხელ – პლენარულ სესიაზე განიხილავს. აღნიშნული პროცედურების შედეგად, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშებისა…

PHR addressed the Public Prosecutor with the request forgranting the Legal Status of “Victim” to the Organizers of Tbilisi Pride 

On June 19, 2019, the organizers of “Tbilisi Pride”, Giorgi Tabagari, Tamaz Sozashvili and Mariam Kvaratskhelia, received messages containing death threats related to their work and activities. Given the content of these messages and the prevalence of extreme homophobic attitudes among certain groups in Georgia, the recipients of the messages believed that the likelihood of thesethreats being carried out was relatively high. Even though the activists informed the Ministry of Internal Affairs of Georgia of these threats,…

PHR-მა “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

2019 წლის 19 ივნისს, „თბილისი პრაიდი“-ს ორგანიზატორებმა გიორგი თაბაგარმა, თამაზ სოზაშვილმა და მარიამ კვარაცხელიამ მიიღეს მუქარის შემცველი შეტყობინებები, სადაც მათი საქმიანობის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც განაპირობა მიღებული შეტყობინების შინაარსმა და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებულმა მწვავე ჰომოფობიურმა დამოკიდებულებებმა. აღნიშნულის შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს, თუმცა, „თბილისი პრაიდის[1]“ ორგანიზატორები…

ვიწვევთ ბავშვებს ონლაინ ბულინგის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციები: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)”, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, იწვევენ 12-18 წლის ასაკის ბავშვებს ონლაინ (კიბერ) ბულინგისა და ძალადობის პრევენციის თემაზე კონფერენციის დასაგეგმად და მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის მიზანია, ბავშვების ჩართულობით, მათი მოსაზრებებისა და რჩევების გაზიარებით, გავზარდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მუშაობის ეფექტურობა; ბავშვების რეკომენდაციების გათვალისწინებით გამარტივდეს…

ქალზე ძალადობის არაეფექტურად გამოძიების გამო PHR-მა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა

2019 წლის ივლისში ორგანიზაციის იურისტებს დასახმარებლად მომართა ქალმა, რომელიც მასზე სისტემური ძალადობის შესახებ ყვებოდა და აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრება. მამაკაცი მას ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიდა არასასურველი შინაარსის წერილებს, ქალის შესახებ სხვადასხვა პირებისგან აგროვებდა ინფორმაციას, ემუქრებოდა და დაჟინებით მოითხოვდა, გამხდარიყო მისი სექსუალური პარტნიორი. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცმა ქალის თვალწინ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და…

PHR-მა საჯარო სკოლებში უსაფრთხო გარემოსთვის საპილოტე პროექტი დაიწყო

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საჯარო სკოლებში  ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საპილოტე პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება წარმოადგენს, რისთვისაც INSPIRE მეთოდოლოგიას საქართველოს 3 საჯარო სკოლაში გამოიყენებს. PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ სკოლის შეფასების მიზნით პირველი შეხვედრა დღეს, 15 ოქტომბერს, 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგისა და ბავშვთა მიმართ…