PHR-ის იურისტებმა ვანში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

PHR-ის იურისტები კვლავ განაგრძობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრებს  საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტისათვის სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ.

28 ივნისს, სწორედ ამ მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტში,  PHR-ის იურისტებმა სამედიცინო ცენტრ „ჯეოჰოსპიტალსში“  სემინარი თემაზე – ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის  მხარდაჭერის პროცესში, – გამართეს.

IMG_8855.JPG

სემინარზე იურისტებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობაზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სერვისებზე. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და  სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

IMG_8863.JPG

შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ძალადობის მსხვერპლი ქალის თავშესაფარში მოთავსების საკითხმა. მონაწილეთა განმარტებით აღნიშნული სერვისი, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში.      შეხვედრისას მონაწილეებმა გამოჰყვეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინების შემთხვევაში ანონიმურობის დაცვის საკითხი. მათი თქმით, პოლიციისათვის ძალადობის შესახებ შეტყობინების რაოდენობა გაიზრდება თუ შემტყობინებლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება გახდება.  სემინარის მონაწილეებმა, რეკომენდაციის სახით აღნიშნეს, რომ სპეციალური  სამედიცინო ფორმების არსებობა დაეხმარებოდა  მათ ძალადობის ფაქტის დეტალურ დოკუმენტირებაში.

logoss.jpgსამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სამუშაო შეხვედრის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაციაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშის მთავრობის ან აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

IMG_8879

IMG_8867.JPG

IMG_8882.JPG

IMG_8871.JPG

IMG_8887.JPG

Leave a comment