ომბუდსმენმა PHR-ის მიმართვის საფუძველზე საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა

ომბუდსმენმა PHR-ის მიმართვის საფუძველზე საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროს რესურს-ოთახების საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის მიზნებისთვის გამოყენების ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა. სადაც, ორგანიზაცია უთითებდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები რესურს-ოთახებით სარგებლობდნენ ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც გამორიცხული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ მათი შესაძლებლობის გამოყენება, ბავშვების საჭიროებების უგულვებელყოფამ კი, გამოიწვია მათი განათლების უფლების შეზღუდვა.

ფაქტის შესწავლის შედეგად, 2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა – აღმოიფხვრას საჯარო სკოლებში არსებული რესურს–ოთახების საუბნო–საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის გამოყენების პრაქტიკა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

„რესურს ოთახები იქმნება იმ პირთა დასახმარებლად, რომლებიც განიცდიან გარკვეულ სირთულეებს სწავლის პროცესში. შშმ პირების საგანმანათლებლო მიზნებისთვის ეს არის სივრცე, სადაც უნდა მოხდეს შშმ პირთა ინდივიდუალური (პიროვნული) და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო სტრატეგიების დაგეგმვა, განვითარება და უზრუნველყოფა, ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს მხარდაჭერას, გონივრულ მისადაგებას, ადრეული ჩარევის უზრუნველყოფას, იმგვარად, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს თავისი პოტენციალის გამოვლენა. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, ყურადღება მახვილდება მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მისწრაფებებზე და იგი არ არის ორიენტირებული მხოლოდ სწავლების შინაარსზე. სწორედ მსგავსი მიდგომის ერთ–ერთი ელემენტია რესურ–ოთახი, რომლით სარგებლობაშიც ხელის შეშლა არღვევს მოსწავლის უფლებას მიიღოს სრულფასოვანი განათლება შესაბამის გარემოში.

რესურს–ოთახის დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ფუნქციების შეთავსება ბიბლიოთეკის ან/და სხვა საკლასო ოთახის გამოყენებით, დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად რეალიზების საშუალება და ილახება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა უფლება”.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით:

  • აღმოიფხვრას საჯარო სკოლებში არსებული რესურს–ოთახების საუბნო–საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის გამოყენების პრაქტიკა;
  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და შემდგომ პერიოდში საჯარო სკოლების შენობებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების დროს დაწესდეს მკაცრი კონტროლი რესურს–ოთახების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე;
  • განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა დასახელებული მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s