PHR-ის წარმომადგენლებმა ბავშვებთან მართლმსაჯულების სისტემაში მათი უფლებების შესახებ სემინარი გამართეს

2017 წლის 19 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ბავშვებისთვის სემინარი-დისკუსია – ,,არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ“ – გაიმართა. სემინარები ტარდება ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის…

არასმთავრობო ორგანიზაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და პოლიციის სისტემის რეფორმას მოითხოვენ

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მუსიკოსების დაკავების დღეს სასამართლომ სტურუას თვითმკვლელობის საქმეში ბრალდებული პოლიციელის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტის გრძნობა გააჩინა.…

კოალიცია ეხმიანება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდანარასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების  პოლიტიკურ ნებაზე- არ განახორციელოს რეალური რეფორმა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.…

PHR-მა დისკრიმინაციის თაობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

დღეს, 5 ივნისს, ორგანიზაციამ  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ანგარიშის – „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ – პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა ვანო ჩხიკვაძემ, რომელმაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათ მიერ მომზადებული ანგარიშების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო…

PHR-ის იურისტებმა სემინარი – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ გამართეს

2017 წლის 30 მაისს ქალაქ ქუთაისში ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა სკოლის მასწავლებლებთან სემინარი თემაზე – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ გამართეს. სემინარში მონაწილეობა ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მასწავლებლებმა მიიღეს. შეხვედრაზე იურისტებმა ისაუბრეს როგორც ძალადობის ფორმებზე, ისე ოჯახში ძალადობის საკითხზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის…

კოალიცია სასამართლოში განვითარებულ პროცესებს უარყოფითად აფასებს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ, გამოსაცდელი პერიოდის გარეშე. სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილე კანდიდატების ნაწილმა მათი გასაუბრებები დახურა, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. ამდენად, კოალიციისთვის უცნობია როგორ წარიმართა ამ შემთხვევებში ინტერვიუს…

დისკუსია “შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში“

14 მაისს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება – “შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში“ – გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი – ანა აბაშიძე, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის ინფორმაციისა და სხვადასხვა სერვისის მიღების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანამ დამსწრე აუდიტორიას ორგანიზაციის მიმდინარე სასამართლო ქეისები გააცნო, რაც სასამართლოში განიხილება და სწორედ…