PHR-ის წარმომადგენლებმა განრიდების პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის მათი უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს

2017 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, განრიდების პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

იუნისეფი

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ. სემინარის განმავლობაში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბავშვებს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია შეტყობინების იმ პროცედურების შესახებ, რასაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმი ითვალისწინებს. ბავშვებს განემარტათ, რომ მე-3 დამატებითი ოქმი აძლევს მათ საშუალებას, თავად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს საკუთარი დარღვეული უფლების დაცვის მიზნით.

პროექტი ითვალისწინებს ინტერაქტიული სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობას ბავშვებისათვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s