სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან PHR-ის იურისტმა სექსუალური შევიწროების საკითხზე საჯარო შეხვედრა გამართა

4 აპრილს PHR-მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა – ”უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა სექსუალური შევიწროება” – გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანს ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო  დისკუსიის დაწყება წარმოადგენს.

IMG_5473.JPGშეხვედრის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა თავხელიძემ აუდიტორიას სექსუალური შევიწროების დეფინიცია, სახეები და ფორმები გააცნო. ასევე მათ მიაწოდა ინფორმაცია თუ რა შედეგებს იწვევს სექსუალური შევიწროება ადრესატში. იურისტმა სტუდენტებთან არსებული  სამართლებრივი მექანიზმები განიხილა და ისაუბრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე.

შეხვედრის დისკუსიის ნაწილში სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების შეგროვება. მათ ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც მათ გარშემო მომხდარა და შევიწროების შემსწრე პირების პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. PHR-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული საქმეები გააცნო და გადაწყვეტილებები სტუდენტების ჩართულობით განიხილა.

PHR-ი თბილისისა და რეგიონების მასშტაბით განაგრძნობს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც ორგანიზაციის – „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

IMG_5445IMG_5452IMG_5453IMG_5461IMG_5462IMG_5463IMG_5465IMG_5473IMG_5474IMG_5475IMG_5479IMG_5482IMG_5483IMG_5484IMG_5487IMG_5494IMG_5497IMG_5499IMG_5500IMG_5508IMG_5532IMG_5533IMG_5540

Leave a comment