PHR-მა უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

6 მარტს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა. შეხვედრის მთავარ მიზანს ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო  დისკუსიის დაწყება და  წარმოადგენს.

53204983_2089943104386118_4140228063935856640_n.jpg

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენელმა ანა თავხელიძემ სექსუალური შევიწროების სახეებსა და ფორმებზე ისაუბრა, აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას მოიაზრებს სექსუალური შევიწროების დეფინიცია. ისაუბრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე. PHR-ის იურისტმა მონაწილეებთან ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მექანიზმები და საკანონმდებლო ხარვეზები განიხილა. ასევე, მიმოიხილა ის  პროცედურები, რაც სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში ანამ აუდიტორიას ასევე გააცნო ორგანიზაციის წარმოებაში არსებული სექსუალური შევიწროების საქმეები.

PHR-ი თბილისისა და რეგიონების მასშტაბით განაგრძნობს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც ორგანიზაციის – „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

53364337_2042418019205115_3883594662669189120_n.jpg

 

Leave a comment