PHR-ი სექსუალური შევიწროების შესახებ შეხვედრებს განაგრძობს

11 აპრილს, ქუთაისში საჯარო შეხვედრა ”უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა სექსუალური შევიწროება” გაიმართა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

რა არის სექსუალური შევიწროება, რა შედეგებს იწვევს სექსუალური შევიწროება ადრესატში და როგორია სექსუალური შევიწროების დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი? – PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა. აუდიტორიას გააცნო სექსუალური შევიწროების სახეები, ფორმები და დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

57398620_2178385632238515_8454929751113465856_n.jpgდისკუსიისას დასმული კითხვები შეეხებოდა პოლიციის კვალიფიკაციის საკითხს, თუ რამდენად შეძლებს პოლიციელი სექსუალური შევიწროების დამტკიცებას და რა მტკიცებულებების შეგროვებაა საჭირო ფაქტის დასადასტურებლად. აუდიტორია ასევე დაინტერესდა, თუ როგორ განისაზღვრება მორალური ზიანის ოდენობა.  მონაწილეებმა ღიად ისაუბრეს სექსუალური შევიწროების იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც მათ გარშემო მომხდარა და შევიწროების შემსწრე პირების პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. PHR-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული საქმეები გააცნო და გადაწყვეტილებები სტუდენტების ჩართულობით განიხილა.

მონაწილეებმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნეს, რომ რეგიონში აღნიშნული საკითხების შესახებ შეხვედრები საერთოდ არ იმართება და გამოთქვეს სურვილი, კიდევ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. დამსწრე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სურვილი გამოთქვეს.

PHR-ი თბილისისა და რეგიონების მასშტაბით განაგრძნობს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც ორგანიზაციის – „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

56549501_2008738599430444_4375973132276596736_n (1)56635095_327259017974935_3174322822809911296_n56640197_430917464146535_7878199519676989440_n56790950_276016126653604_5864920396947521536_n56815929_273253000282312_2257197170237112320_n57092802_280837222836505_7020129770503405568_n57101586_2808408799200870_7402385721023004672_n - Copy57398620_2178385632238515_8454929751113465856_nIMG_5578

Leave a comment