სამუშაო ჯგუფმა – უმცირესობათა უფლებები და გენდერული თანასწორობა მართლმსაჯულების სისტემაში – შეხვედრა გამართა

24 ოქტომბერს კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უმცირესობათა და გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა კოალიციის 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის უმცირესობათა და გენდერული თანასწორობის კომპონენტის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული თანასწორობისა  და უმცირესობების მიმართულებით სასამართლო სისტემის კვლევის აუცილებლობაზე, მისი მიზნები და მეთოდოლოგია.

სამუშაო ჯგუფი – უმცირესობათა უფლებები და გენდერული თანასწორობა მართლმსაჯულების სისტემაში კოალიციის ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა, რომლის მიზანს იმ პრობლემების შესწავლა წარმოადგენს, რას ხელს უშლის და ზღუდავს ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე. ჯგუფი აერთიანებს კოალიციის წევრ 9 ორგანიზაციას, რომელსაც კოორდინირებას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” უწევს.

44606659_10210753440150430_2462503728041689088_n

Leave a comment