სამუშაო ჯგუფმა – უმცირესობათა უფლებები და გენდერული თანასწორობა მართლმსაჯულების სისტემაში – შეხვედრა გამართა

cover17 თებერვალს PHR-ის ორგანიზებით კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლეში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა – უმცირესობათა უფლებები და გენდერული თანასწორობა მართლმსაჯულების სისტემაში – რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს გასული წლის სამუშაოს შეჯამება და არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფმა გენდერისა და უმცირესობათა უფლებების მიმართულებით 2017 წლის სამუშაო გეგმა შეიმუშავეს.

სამუშაო ჯგუფი – უმცირესობათა უფლებები და გენდერული თანასწორობა მართლმსაჯულების სისტემაში კოალიციის ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა, რომლის მიზანს იმ პრობლემების შესწავლა წარმოადგენს, რას ხელს უშლის და ზღუდავს ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად.

ჯგუფი აერთიანებს კოალიციის წევრ 9 ორგანიზაციას, რომელსაც კოორდინირებას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” უწევს.

სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები არიან:

  1. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
  2. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი;
  5. დემოკრატ მესხთა კავშირი;
  6. სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  7. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  9. კავშირი “საფარი”.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s