PHR-ის იურისტმა სექსუალური შევიწროების საკითხზე სემინარი გამართა

21 ივლისს ქუთაისში PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ სემინარი თემაზე – „სექსუალური შევიწროების რეგულირება საქართველოში და არსებული პრაქტიკა“ ჩაატარა. სემინარების ციკლი კატო მიქელაძის სკოლის ორგანიზებით მიმდინარეობს. ანამ შეხვედრაზე განიხილა სექსუალური შევიწროების დეფინიცია, სახეები და ფორმები. ისაუბრა, თუ რა შედეგებს იწვევს სექსუალური შევიწროება ადრესატში. შეხვედრაზე ასევე განიხილა სექსუალური შევიწროების დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვების საკითხი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ. გარდა ამისა, PHR-ის წარმომადგენელი აუდიტორიას სექსუალური შევიწროების რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეზე ესაუბრა.

სემინარების ციკლი – „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

Leave a comment