სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

20 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც საკუთრების ნიშნით დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას. საკრებულოს კი, რეგულაციების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. თბილისის საკრებულო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სპეციალური საცნობი ნიშანი აქვს. საცნობი ნიშანი კი, მხოლოდ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გაიცემა, რომელსაც, უშუალოდ, საკუთრებაში ჰყავს მანქანა, ან პირის სატრანსპორტო საშუალება იმ განსაზღვრულ კატეგორიას განეკუთვნება როგორიცაა, – ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები, რითაც, ძირითადად, დღის ცენტრების ბენეფიციარები გადაჰყავთ. არსებული რეგულაცია ბარიერს უქმნის იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვისაც ავტომობილი საკუთრებაში არა ჰყავთ. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები იცავდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საკრებულოს მოთხოვნა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

Leave a comment