PHR-მა გენდერისა და სამართლის თემაზე საქართველოში პარლამენტში კონფერენცია და კვლევის პრეზენტაცია გამართა

cover20 დეკემბერს, PHR-ის ორგანიზებით, კონფერენცია – გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის ფემინისტური ანალიზი – გაიმართა. კონფერენციის მიზანს საზოგადოებისთვის ამავე სახელწოდებით მომზადებული კვლევის შედეგების გაცნობა და განხილვა წარმოადგენდა. კვლევაში მიმოხილულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და სასამართლო პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები და მიზეზები.

კვლევა განხორციელდა ორგანიზაციების – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მკვლევარების – ანა აბაშიძის, ანა არგანაშვილის, ნანა გოჩიაშვილის, თამარ დეკანოსიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ.

კვლევის ძირითადი მიგნებები განიხილავს სხვადასხვა ასპექტებს, როგორც სისხლის ადმინისტრაციული სამართლის, შრომის კოდექსისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, ასევე სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს. დოკუმენტი განსაზღვრავს ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის სტატუსის მინიჭების ხარვეზებს, ასევე გენდერული დანაშაულისა და სექსუალური თავდასხმების გამოძიებასთან დაკავშირებულ პროცედურულ დარღვევებს. დოკუმენტი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს როგორც სასამართლო სისტემაში, ასევ სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ სტერეოტიპებსა და მიკერძოებულობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართლებრივი გარემო ჯერ კიდევ არ ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპებს და არ ხდება გენდერული ასპექტების სათანადო განხილვა.

img_7056კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა დევიდ სტოუნჰილი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრები – თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, პანელის წევრები იყვნენ სახალხო დამცველის მოადგილე – ეკატერინე სხილაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – ეკა გაბრიჩიძე და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი – ნინო ლეჟავა

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა, იურისტებმა, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა.


კონფერენციის თანაორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მიერ, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.

კვლევა მომზადებულია „EWMI“ პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის „გენდერული სამართლიანობა ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტო გალერეა:

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s