ბავშვთა უფლებები 2017-2020 წლებში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების დღის წესრიგში პრიორიტეტად განისაზღვრა

 

15622680_1433101850063162_6267578358266904314_n

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეები: თამარ ხულორდავასა და საჯად კარიმი.

ბავშვთა უფლებები 2017-2020 წლებში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების დღის წესრიგში პრიორიტეტად განისაზღვრა. 19-20 დეკემბერს, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის საქმიანობის სამომავლო მიმართულებად განისაზღვრა ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020) განხორციელებაზე ზედამხედველობა. როგორც ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ – „განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვთა უფლებების დაცვას”. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიესალმება ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ PHR, უკვე მეორე წელია, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s