დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“

14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“. ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიაზე ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა სოციალური მუშაობის სისტემურ პრობლემებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში სოციალური მუშაკების როლსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც სახელმწიფოში კრიზისულ სიტუაციას ქმნის.

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს.

53732555_1209659455856168_2583601636622467072_n

ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.

ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.

ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.

ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ს ფოტო.

Leave a comment