PHR-ის ორგანიზებით დისკუსია – „სამართალწარმოება და გენდერული სტატისტიკა” გაიმართა

25 მარტს ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი ღონსიძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზებით  საჯარო დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაზე PHR-ის აღმასრულებლმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა ისაუბრა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების შესახებ, რომელშიც ასახულია საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა და არსებული გამოწვევები.

შეხვედრის მსვლელობისას ანამ გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების პრაქტიკა და მისი განხორციელებისას არსებული ხარვეზები განმარტა, ასევე აუდიტორიასთან ერთად განიხილა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული სტატისტიკის სწორად წარმოება და შედეგებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სამართალწარმოების პროცესში.

საჯარო დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოამდგენელმა, ცირა გამცემლიძემ ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურში ქალების მიმართვიანობის სტატისტიკასა და იურიდიული დახმარების სამსახურის როლზე ქალთა ძალადობისგან დაცვის მიმართულებით.

საჯარო დისკუსია გაიმართა #EWMI #PROLOG-ისა და წიგნის სახლის ,,ლიგამუსი“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის #PHR-ის მიერ პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

IMG_5331IMG_5298IMG_5302IMG_5307IMG_5312IMG_5315IMG_5316IMG_5319IMG_5321IMG_5324IMG_5332IMG_5345IMG_5348IMG_5349IMG_5350IMG_5354

Leave a comment