აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

20 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს შესახებ მოიცავს მონაცემებს. არგარიშში ვრცლად არის ასახული ის ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში, რაც ბავშვებს, ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობას ეხებათ.

ბავშვები


განათლება: დაბალია იმ ბავშვების ჩართვა ფორმალურ საგანმანათლებლო  პროცესში, რომლებიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ, მაგალითად – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება საგანმანათლებლო სისტემაში ბავშვთა მიმართ ძალადობა, უგულებელყოფა და სხვაგვარი უკანონო მოპყრობა ბავშვების მიმართ.

ბავშვთა მიმართ ძალადობა: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში უწყებამ 460 საქმე გამოიძია, რომელიც სხვადასხვა სახის დანაშაულს ეხებოდა სადაც მსხვერპლები არასრულწლოვნები არიან.

ადრეული და იძულებითი ქორწინება: მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა შეტყობინებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახალხო დამცველის აპარატში ბავშვთა ქორწინების შესახებ, რომელთაგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 საქმე გამოიძა. მიუხედავად საქმეთა შეტყობინებებისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა ბავშვთა ქორწინების პრობლემის შესახებ.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაცია: ანგარიში ხაზს უსვამს განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებში, ესენი არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ – ბავშვთა სახლებში. 

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები: კვლავ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, რასაც ხელს უწყობს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ ბავშვთა რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული გადაადგილების შესახებ.

ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია: ბევრი 16 წელს მიუღწეველი ბავშვი მუშაობს საოჯახო მეურნეობებში, ფერმებში. საქართველოს შესაბამისი უწყებები არ მიიჩნევენ ამგვარ პრაქტიკას ბავშვის უფლებების დარღვევად ან ბავშვთა შრომად.  რამდენიმე ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში, საოჯახო მეურნებაში ბავშვების სავალდებულო ჩართვის პრაქტიკის გამო, ისინი არ იღებენ განათლებას ან ძალიან დაბალია მათი დასწრება საგანმანათლებლო პროცესზე. ზოგიერთ რეგიონში ოჯახები 6-8 თვით სამუშაოდ მიდიან სახლიდან მოშორებით, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ბავშვთა განათლების უფლებაზე.  ჯერ კიდევ არ მოიპოვება ინფორმაცია იმ ბავშვების დაახლოებით რაოდენობაზეც კი, რომლებიც ბავშვთა შრომისგან ზიანდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები


დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ – მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე, მთავრობამ ვერ მოახდინა კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისევ აწყდებიან უამრავ დაბრკოლებას, რის გამოც საზოგადოებაში მათი ჩართულობა ფერხდება. საზოგადოებაში არსებული სტიგმის სიძლიერის გამო ბავშვები სკოლის მიღმა რჩებიან. ასევე, პრობლემას წარმოადგენს დასაქმების ადგილზე დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძებლობის გამო.

გარემოს მისაწვდომობა:  საქართველოს კანონმდებლობით შენობების მისაწვდომის ვადებულების დარღვევის გამო ჯარიმაა გათვალისწინებული თუმცა მიუხედავად ამისა ძალიან ცოტა საჯარო შენობა არსებობს რომელიც მისაწვდომია. საზოგადეობრივი და კერძო ტრანსპორტი როგორც წესი, არ არის გამოყენებადი შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ, იგივე გამოწვევაა ქუჩებში, გადასასვლელებზე და ტროტუარებზე.

ინკლუზიური განათლება: ინკლუზიური განათლება კვლავ მთავარ პრობლემად რჩება საქართველოში. განსაკუთრებით პრობლემურია სკოლამდელი და უმაღლესი განათლების საფეხურები. ბაღების მინიმალური რაოდენობა აკმაყოფილებს მისაწვდომობის მოთხოვნებს.

ინსტიტუციონალიზაცია: სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე კვლავ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები. ინფრასტურუქტუტის პრობლემა, კვალიფიციური კადრების და ფსიქოსოციალური მომსახურების ნაკლებობა, შეზღუდული კავშირი გარე სამყაროსთან და ოჯახებთან. პრობლემაა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციებში, რაზეც სახალხო დამცველის შეფასებით, როგორც წესი, იწყება გამოძიება რომელიც არაეფექტურია.

უთანასწორობა სახელწიფო ხარჯების განაწილებაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები აპროტესტებენ სახელმწიფოს მიერ ფულადი რესურსების დისკრიმინაციულ განაწილებას, კერძოდ საჯარო რესურსების ხარჯვას მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და სერვისების მიუწვდომლობას სხვებისთვის. მშობლები აქტიურად ითხოვენ ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის პროგრამების ბიუჯეტის გაზრდას.

ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზება – სახალხო დამცველის და არასმათავრობო ორგანიზაციების ანრაგიშების თანახმად, დაწესებულებათა პრივატიზების შედეგად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დაწესებულებათა განატვირთულობა, რის გამოც მაგალითად, ქუტირში, ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს ჰოლში სძინავთ. პრობლემაა ფიზიკური და სანიტარული მდგომარეობა და ცენტრი პაციენტებს პრაქტიკულად ვერ სთავაზობს თერაპიულ მკურნალობას. 

ქალები


სექსუალური შევიწროვება: სამუშაო ადგილებზე ქალთა სექსუალური შევიწროება პრობემაა საქართველოსთვის. საკონმდებლობა სრულფასოვნად არ არეგულირებს ამგვარ ქმედებას და არ ითვალისწინებს ეფექტურ დაცვის საკანონმდებლო საშუალებებს.

ქალთა მიმართ დისკრიმინაცია: ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპი ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ ყოველთვის არ არის დაცული. არსებობს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეები დასაქმების ადგილზე. საქართელოს პარლამენტი მუშაობს ქალთა პოლიტიკური ცხოვრებაში ჩართულობის  და გენდერულად მგრძნობიარა საკანონმდებლო პროცესის დასამკვიდრებლად.

შრომითი უსაფრთხოება და ქალთა უფლებები: საქართელოს კანონდებლობით ორსული ქალები და/ან ქალები რომლებსაც ყავთ ჩვილები არ მოეთხოვებათ ზეგანაკვეთური შრომა მათი თანხმობის გარეშე. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურდების პირობები, ძირითადად, დამოკიდებულია მხარეთა შეთანმხმებაზე. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ექსპლიციტურად არ კრძალავს გადაჭარბებულად ზეგანაკვეთურ შრომას. ასევე არ არსებობს უსაფრთხოების, პროფესიული განვითარების (occupational) და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები სამუშაო ადგილზე.

გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა: გაუპატიურება დანაშაულია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში სპეციფიკურად არ არის აქცენტი პარტნიორებს/მეუღლეებს შორის გაუპატირების დანაშაულზე. საანგარიშო პერიოდში შსს-მ 7 გაუპატიურების საქმეზე დაიწყო გამოძიება. ოჯახში ძალადობა და სხვა სახის ძალადობრივი ქმედებები რჩება უდიდეს პრობლემად ქვეყნისთვის. შსს-ს თანახმად 12 ქალი იქნა მოკლული მოძალადის მიერ ოჯახში. ოჯახში ძალადობის 2248 შემთხვევა იქნა გამოვლენილი საანგარიშო პერიოდში. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ადნაშულებენ სამართალდამცავ უწყებებს არაკვალიფიციურ და არაეფექტურ მოქმედებებში. ასევე მიუთითებს რისკების შეფასების სისტემის არარსებობაზე და საქმეთა სიღრმიესეული ანალიზის გკანლებობაზე, რაც ასევე განაპირობებს პრობლემა. პრობლემაა არასაკმარისი რაოდენობა სახელმწიფო თავშესაფრების, როემლიც ასევე ლიმიტირებულია ტერიტორიული  თვალსაზრისით. ქვეყნის მხოლოდ 4 რეგიონში არის ხელმისაწვდომი.

Leave a comment