PHR-ის იურისტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ქალთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

11ოქტომბერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა მარიამ ქევხიშვილმა „ამერიკის კუთხე – რუსთავისა“ და „ახალგაზრდა ინიციატორების“ მოწვევით ამავე ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქალებისთვის ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მარიამმა შეხვედრაზე ქალთა ემანსიპაციის შესახებ ისაუბრა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მაგალითზე. მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები გააცნო, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობაზე, შრომით ურთიერთობებსა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე.  მარიამმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, გააცნო სტამბოლის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილები.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების არაეფექტურად შესრულების მაგალითები განიხილეს და შეტყობინების დროს კონფიდენციალობის საკითხის შესახებ ისაუბრეს.

Untitled

1234678910Untitled

 

Leave a comment