PHR-ის იურისტებმა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს

PHR-ის იურისტებმა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. იურისტები პანსიონატში ბენეფიციარების მოთხოვნით იმყოფებოდნენ, სადაც პანსიონატში არსებულ ზოგად სიტუაციას გაეცნენ.

PHR-ი მოხარულია, რომ ამჯერად, ორგანიზაციის თანამშრომლებს პანსიონატში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან შეხვედრის საშუალება მიეცათ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება ბენეფიციარებთან თავისუფლად შეხვედრის შესაძლებლობა.

12642546_870468223071961_4284342697362328437_n4

Leave a comment