PHR – ის განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ეხმიანება 2020 წლის 8 სექტემბერს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნელი დოროყაშვილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთების დაზიანების თაობაზე. 21 მაისიდან დღემდე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია ნელი დოროყაშვილის შესახებ (თითქოს ის 21 მაისს შეთანხმების გარეშე მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვის წამოსაყვანად, ან ყოველთვიურად ითხოვდა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან 100 000 ლარის გადახდას და სხვ.). …

Nikoloz Basilashvili’s charges in the criminal case has been aggravated

The Prosecutor’s Office of Georgia has approved PHR’s request to amend the decree on indictment against Nikoloz Basilashvili. During the investigation, the evidence obtained in the case revealed that Nikoloz Basilashvili had committed numerous acts of gender-based physical violence against Neli Dorokashvili. In addition, Nikoloz Basilashvili has been committing systematic acts of gender-based psychological and…

ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ…

მოვუწოდებთ მედიას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი  2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემორკატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას. მთავარ არხზე წამყვანის…

კარანტინიდან სასამართლოს კიდევ ერთმა დედამ მიმართა

6 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ელენე, დედასთან ერთად, საქართველოში 5 აგვისტოს დაბრუნდა. საერთო წესის მიხედვით, დედა-შვილი საკარანტინე ზონაში მოათავსეს. თუმცა იელენეს სხვა ბავშვებისგან განსხვავებული საჭიროებები აქვს: აუტისტური სპექტრის დიაგნოზთან ერთად, მას აქვს ქცევის აშლილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი. ელენე ვერ ჩერდება დახურულ სივრცეში, წყვეტს გარემოსთან კონტაქტს, იკეტება, თანდათან შეუძლებელი ხდება მისი შეკავება და ერთ სივრცეში…

პანდემიის დროს სამსახურიდან დისკრიმინაციულად გათავისუფლებული ქალი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივის

PHR-მა პანდემიის პერიოდში ეა.-ს, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ე.ა. დისკრიმინაციულ საფუძველზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“-დან (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), ცენტრის დირექტორის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა. 2020 წლის აპრილში, ე.ა.-ს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სამსახურის დროებით დატოვება მოუწია. იმ დღის ჩატარებული ანალიზებით ცხადი იყო, რომ ე. ა.-ს მეუღლეს შესაძლოა სიცოცხლის  რამდენიმე…

მისი აღმატებულება, ისრაელის ელჩი რან გიდორი PHR-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

*For English Scroll Down   დღეს მისი აღმატებულება, ისრაელის ელჩი რან გიდორი PHR-ის აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს სხვადასხვა მიმდინარე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ლგბტი უფლებებზე და სხვა საკითხებზე. „სასიამოვნო იყო ანა აბაშიძესთან და ანა არგანაშვილთან შეხვედრა…

საკარანტინე ზონა კიდევ ერთმა ოჯახმა დატოვა

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად საკარანტინე ზონა კიდევ ერთმა დედამ და მისმა 5 წლის შვილმა დატოვეს. თამთამ #PHR-ს გასულ კვირას მომართა. მიუხედავად იმისა რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე 4 დღით ადრე ჰქონდა შევსებული თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის და 5 წლის ალექსანდრა მაინც საკარანტინე ზონაში მოათავსეს. მომართვისთანავე PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება ბავშვის დახმარების…

#ბავშვებიკარანტინში

დღეს PHR-ს სამართლებრივი დახმარებისთვის საკარანტინო ზონაში მყოფმა 5 წლის ალექსანდრას დედამ, თამთა თათარაშვილმა მომართა. თამთამ და ალექსანდრამ საქართველოს საზღვარი 3 დღის წინ, სომხეთიდან გადმოკვეთეს. ისინი სომხეთში, თამთას მეუღლის სახლში ისვენებდნენ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. მათ სახლში სროლებისა და აფეთქების ხმა ესმოდათ, ხოლო მას შემდეგ რაც ერთი ნაღმი სახლთან საკმაოდ ახლოს ჩამოვარდა,…

სახალხო დამცველმა არასრულწლოვანის ირიბი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დაადგინა

2020 წლის აპრილში PHR-ს არასრულწლოვანი დათას დედა იურიდიული დახმარებისთვის დაუკავშირდა. დათას ძალიან უნდოდა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ საზაფხულო ბანაკში მიეღო მონაწილეობა. გამომდინარე იქედან, რომ დათას აუტისტური სპექტრის შეზღუდვა აქვს, დედამ სკოლას მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ აცნობა, რაზეც სკოლის მხრიდან თანხმობა მიიღო. თუმცა საზაფხულო ბანაკში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე დათას ბანაკში გამგზავრებაზე უარი ეთქვა. დედამ სამართლებრივი…