სახელმძღვანელო: მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები

მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები – სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

სახელმძღვანელო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ პროექტის ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

 

მოსწავლეებისთვისსახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე მასალას ბავშვის უფლებათა გასაცნობად. ეს წიგნი განკუთვნილია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხების შესასწავლად. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში, როცა ადგილი აქვს თქვენი უფლებების დარღვევის მცდელობას ან ირღვევა თქვენი უფლებები. აგრეთვე, შეძლებთ, გააცნოთ ეს უფლებები თანატოლებსა და უფროსებს.

ჩამოტვირთე სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის

 

 

 

 

 

 

teacherწიგნი განკუთვნილია სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის და მოიცავს ხუთ თე­მას, რომელიც გაშლილია ხუთ გაკვეთილში. ყველა გაკვეთილი დაწვრილებითი სცენარის სახით არის წარმოდგენილი. თითოეულ თემას ახლავს საკითხავი მასალა, რომელიც და­ ეხმარება მასწავლებელს საკითხის ღრმად გაგებასა და გაკვეთილის დაგეგმვაში. მასალის სწავლებისთვის გამოყენებულია ინტერაქტიული მეთოდი. მოსწავლეებისთვის განკუთ­ვნილი დავალებების ტექსტი მოცემულია მოსწავლის წიგნში. დავალებებს ორმაგი ნუ­მერაცია აქვს. პირველი აღნიშნავს თემის ნომერს, მეორე კი – დავალების ნომერს თემის შიგნით. სწორი პასუხები და მათი ახსნა­-განმარტებები წინამდებარე პუბლიკაციაშია მოცემული. ზოგჯერ არ არსებობს ცალსახად სწორი პასუხი. ასეთი სავარჯიშო ითხოვს მოსწავლისაგან ლოგიკურ აზროვნებასა და საკუთარი პოზიციის დასაბუთებას. მოსწავ­ლეთათვის შესაძლო უცნობი სიტყვების განმარტებები მოსწავლის წიგნში მოცემულია მინდორზე. გაკვეთილის მომზადებისას მასწავლებელი ორივე წიგნს უნდა გაეცნოს.

ჩამოტვირთე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის

 

Leave a comment