PHR-ის წარმომადგენლები „ბაბალეში“ დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ

კანონის არსებობა, ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონის ეფექტურად გამოყენება სწორედ იმ ადამიანებმა შეძლონ, ვის უფლებებსაც ეს კანონი იცავს.

PHR-ის წარმომადგენლებმა სოციალურ საწარმო “ბაბალეში” ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონით სარგებლობის გაადვილება წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც, რომელიც მოზარდებსა და იურისტებს კანონის აღქმის გაადვილებაში ეხმარებოდა.

ჩვენი იურისტებისთვის მნიშვნელოვანია, კანონი ყველა ადამიანისთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა თუ შეზღუდული შესაძლებლობისა. სამუშაო შეხვედრაზე, PHR-ის იურისტებს „ბაბალეში” დასაქმებულმა ახალგაზრდებმა თავიანთი მოსაზრებები და საინტერესო იდეები გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

IMG_9188IMG_9189IMG_9190IMG_9194IMG_9202IMG_9204IMG_9205IMG_9206IMG_9210IMG_9211IMG_9221IMG_9229

Leave a comment