გადაწყვეტილება საქმეზე PHR-ი “ობიექტივის” წინააღმდეგ

27 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადება განიხილა, რომელშიც PHR-ი უთითებდა, რომ ტელეკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტმა მომზადებულ სიუჟეტში პროფესიული ეთიკის მე-8 პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის”.

33691455_1653550398028020_1520771340246712320_n.jpgსადავო მასალა ეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. PHR-ი მიიჩნევდა, რომ ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია. ქარტიის საბჭომ გაიზიარა PHR-ის მოსაზრებები და მერვე პრინციპის დარღვევა დაადგინა. ქარტიასთან არ ითანამშრომლა “ობიექტივმა” და სიუჟეტის ავტორის ვინაობაც არ გაამხილა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

33599685_1653550504694676_3600816786154455040_n33614548_1653550378028022_4295520724010926080_n33662845_1653550251361368_5617545042500517888_o

 

 

Leave a comment