PHR-ი ეხმიანება მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის საქმეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”,  ეხმიანება  სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ  ინფორმაციას, 13 წლის მოზარდის შესახებ, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა საცხოვრებელი სახლის ლიფტში.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარას; ასევე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არასრულწლოვნის ინტერესებს PHR-ის ადვოკატი იცავს.

ორგანიზაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ სხვაგვარი ძალადობის შესახებ,  რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს.  PHR-ი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს  არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

#სამართიანობა #თანასწორობა #პარტნიორობა (11)

Leave a comment