PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად ქალის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამოძიების დროულად დაწყება კვლავ პრობლემად რჩება.

PHR-ის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, რამდენიმე თვის წინ ქალის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმე შეეხებოდა რვა თვის წინ არასრუწლოვნის თანდასწრებით დედის, დ.ჭ.-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა და მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომლის ვადის გასვლის შემდეგაც, მოძალადე კვლავ აგრძელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ქალზე. შესაბამისად, მთელი ამ დროის განმავლობაში, ქალი მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, შსს ქალზე ძალადობის ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით იძიებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s