PHR-ის სამართლებრივი დახმარება “ხელი ხელს” ბენეფიციარს

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლის “ხელი ხელს” მომსახურებაში ჩართულ ადამიანს დროებითი მხარდამჭერი დაენიშნა. 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნო ნ.ნ. და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრა.

დამკვიდრებული პრაქტკისგან განსხვავებით, მხარდაჭერის ფარგლების შესრულებისას, მხარდამჭერს დაევალა ნ.ნ.-სთვის გასაგები საკომუნიკაციო ენით კომუნიკაცია, მისთვის საჭირო ინფორმაციის ახსნა და სამართლებრივი შედეგების გაანალიზებაში დახმარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ნ.ნ.-ს მხარდაჭერის სფეროებში დამოუკიდებლად მოქმედებისთვის აქვს საჭირო უნარები და მხარდამჭერისგან საჭიროებს მხოლოდ დამატებითი განმარტებების მიცემას განსახორციელებელი ქმედებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, იგი არ საჭიროებს ჩანაცვლებითი მხარდაჭერის დაწესებას. მხარდაჭერის ფარგლები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს ნ.ნ.-სთვის ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

Leave a comment