PHR-ის სამართლებრივი დახმარება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლში მცხოვრებ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრათ. 2017 წლის 09 თებერვალს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესებზე სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია სათემო მომსახურებაში ჩართული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე სამი პირისათვის მხარდაჭერის სფეროების განსაზღვრასთან დაკავშირებით. 

PHR-ის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა განპირობებულია ორი გარემოებით: 

1. სასამართლომ არ გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიდგომა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნას ,,ყველა სფეროში“. მსგავსი მიდგომა ერთი მხრივ, შეუსაბამობაშია მხარდაჭერის რეფორმის არსთან და მერე მხრივ, ართულებს ეფექტური მხარდაჭერის განხორციელებასა და სოციალური მუშაკის მიერ შემთხვევის მონიტორინგს. 

2. სასამართლო მხარდაჭერის სფეროების განსაზღვრის დროს დაეყრდნო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მაღალ ფუნქციურ უნარებსა და ექსპერტების დასკვნისგან განსხვავებით, რომელიც განცხადებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად აფართოებდა მხარდაჭერის სფეროებს, გაითვალისწინა PHR-ის იურისტებისა და უშუალოდ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მოსაზრება მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრის პროცესში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s