PHR-ის იურისტებმა ზესტაფონში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი შეხვედრა გამართეს

2017 წლის 27 ოქტომბერს PHR-ის იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ თემში.

სემინარზე იურისტებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობაზე, მის მახასიათებლებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სერვისებზე. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

IMG_0744შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. მონაწილეებმა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და ითხოვეს მხარდაჭერა კონკრეტულ საქმეებზე იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე.

ორგანიზაციის წარმომადენლები აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრების ციკლს საქართველოს რეგიონებში. 

IMG_0720IMG_0723IMG_0742IMG_0748IMG_0750IMG_0751IMG_0754IMG_0762

 

Leave a comment