სამუშაო შეხვედრა თემაზე – მსხვერპლი ქალის სინდრომი სისხლის სამართალში

2017 წლის 30 ივნისს  დამოუკიდებელი  და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის  კოალიციის  უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ჯგუფში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „მსხვერპლი ქალის სინდრომი სისხლის სამართალში (Battered Woman Syndrome)”.

unnamed

„მსხვერპლი ქალის სინდრომი“ წარმოადგენს ქალის სპეციფიკურ მდგომარეობას, რომლიც თავს იჩენს, მის მიმართ, პარტნიორი მამაკაცის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას, გახანგრძლივებული დროის მანძილზე. .   „მსხვერპლი ქალის სინდრომი“ არაერთ ქვეყანაში წარმაოდგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ან შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა იგი უცხოა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა  საერთო და კონტინენტური სამართლის ქვეყნებში „მსხვერპლი ქალის სინდრომის“ გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და საკანონმდებლო ბაზა.  ასევე განხილულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და ეროვნული კანონმდებლობა.  PHR-ის წარმომადგენლემა ჯგუფის მონაწილეებს გააცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „მსხვერპლი ქალის სინდრომის“ დანერგვისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და გზები.

 „უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ჯგუფი“ გეგმავს აღნიშნული საკითხის ფართომასშტაბიან კვლევას.

unnamed (1).jpg

Leave a comment