ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პრობლემების გადასაჭრელად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც PHR-ის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დეინსტიტუციონალიზაციისა და პრივატიზაციის საკითხებზე, ასევე, განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან.

Leave a comment