PHR-მა საჯარო სამსახურში დასაქმებულ შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

sakonstitucio-sasamartloორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2017 წლის 17 მარტს, საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების (გარკვეული კატეგორია) სოციალური პაკეტის შეწყვეტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

დღეს არსებული მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არა აქვთ მკვეთრად გამოხატული ან/და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში, უწყდებათ სოციალურ პაკეტით სარგებლობის უფლება. კერძოდ, ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივნისის №279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს – ,,სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ გამონაკლისის დაწესება და სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც არა აქვთ მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, არის დისკრიმინაციული მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებით დაცულ თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

PHR მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ისევე ისარგებლონ სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, როგორც ეს ხდება მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში, ვინაიდან შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს და სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ უნდა მოხდეს თვითრეალიზაციისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s