სამუშაო შეხვედრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის გაძლიერებისა და განვითარებისთვის

img_679927 ოქტომბერს PHR-ისა და იუნისეფის ორგანიზებით პროექტის ფარგლებში – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის გაძლიერება და განვითარება საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ექსპერტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა იმ გამოწვევების შესახებ რის წინაშეც დგანან როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე სხვადასხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები. შეხვედრის მიზანს საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ფორმებისა და საშუალებების განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც შემდგომში, აისახება აღნიშნული მიმართულებით ბავშვის გაზრდილ ცნობიერებასა და სამოქალაქო განათლებაზე.

პროექტის მთავარ მიზანს მართლმსაჯულების სისტემაში მყოფი ბავშვებისთვის მათი უფლებების გაცნობის მიზნით საგანმანათლებლო მასალების შექმნა წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

This slideshow requires JavaScript.

Leave a comment