PHR-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

18 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრა გაიმართა, სადაც PHR-ის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი მოხსენებით გამოვიდა.

DSC_2759.JPGანამ იმ ბავშვების უფლებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც შრომითი მიგრაციის შედეგად მშობლების ზრუნვის გარეშე რჩებიან ქვეყანაში. მოხსენებისას მან აღნიშნა, რომ არსებობს გაზრდილი საფრთხე, რომ ამ ბავშვების უფლებები დაუცველია, ვინაიდან მათ შესახებ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ხედვა, არ აწარმოებს სტატისტიკას და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ბავშვია დარჩენილი მშობლის ზრუნვის გარეშე. ასევე, სახელმწიფომ არ იცის, სად იმყოფებიან ეს ბავშვები, ვინ ზრუნავს მათზე და რამდენად არიან ამ ბავშვებზე ზრუნვის განმახორციელებელი პირები მათი კანონიერი წარმომადგენლები. PHR-ის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეების შესახებ, რის წინაშეც მშობლის ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვები იმყოფებიან. ისაუბრა სახელმწიფოში ამ მიმართულებით საჭირო პრევენციული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ. ანამ ასევე, აღნიშნა, რომ არსებული კანონის მიხედვით ბავშვთა უფლებადამცველებს არ აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბავშვების უფლებები სასამართლოს გზით დაიცვან.

სხდომაზე, ასევე იმსჯელეს, თუ რა ტიპის რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ამ პრობლემებზე სახელმწიფოს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მან და  როგორი შეიძლება იყოს პარლამენტის როლი არსებული გამოწვევების ეფექტურად აღმოფხვრის პროცესში.

DSC_2510DSC_2511

DSC_2789.JPG

DSC_2493.JPG

DSC_2638.JPG

DSC_2793

Leave a comment