უფასო იურიდიული დახმარება ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებში

არავინ იმსახურებს ძალადობას!

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ძალადობაგამოვლილ (მსხვერპლ) ქალებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს, სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

cover

კონსულტაციები შეეხება ნებისმიერი სახის ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობასა და იძულებას.
სამართლებრივი კონსულტაციების საჭიროების შემთხვევაში, ძალადობაგამოვლილ ქალებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციის იურისტებს, დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 2 33 13 56, ან გამოაგზავნონ წერილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: phr.georgia@gmail.com ან კონსულტაციისთვის მობრძანდნენ ალექსიძის 1, კორპ. #2; ბ.26.

თუკი გამოგივლია ძალადობა ან, მიგაჩნია, რომ შენ გვერდით მყოფი ქალი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ძალადობის ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია, – მოგვმართეთ!

ჩვენი იურისტები თქვენ დახმარებას შემდეგ საკითხებში შეეცდებიან:

Yes_Check_Circle.svgშემაკავებელი ან დამცავი ორდერების გაცემის და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით;

Yes_Check_Circle.svgთავშესაფარში გადასვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით;


Yes_Check_Circle.svgძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის განქორწინების, ალიმენტისა და ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებით;

Yes_Check_Circle.svgძალადობასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით;


Yes_Check_Circle.svgძალადობასთან დაკავშირებული ჯანდაცვის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით;

 

Yes_Check_Circle.svgძალადობაგამოვლილი ქალის სხვა სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებით;

არავინ იმსახურებს ძალადობას!

logoss

იურიდიული კონსულტაციებით დახმარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. კონსულტაციების შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

Leave a comment