PHR-ის წარმომადგენლები ბავშვთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნებს შეხვდნენ

28 სექტემბერს ბავშვთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურების გაცნობა და ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა…

სახალხო დამცველმა PHR-ის მიმართვის საფუძველზე რეკომენდაციით ჭიათურის საკრებულოს მიმართა

2017 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა და მოუწოდა კომუნალური გადასახადების დასაფარად ფინანსური დახმარება, უსინათლო პირების მსგავსად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გამოყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა და მიუთითა,  რომ – „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის…

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოქალაქეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2017 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან  განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, რომელსაც აქვს საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა, ვერ სარგებლობს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე…

დროა, ბაღებში ბავშვების უსაფრთხოებისთვის სპეციალური სტანდარტი გაიწეროს

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, სოციალური ქსელის საშუალებით 206-ე ბაღში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. უფლებადამცველი მიიჩნევს,  თუ ბაღის პედაგოგმა ან ადმინისტრაციამ დაინახა, რომ ბავშვს თვითდაზიანების მცდელობა ადრეც ჰქონდა, ეს ფაქტი უნდა შეესწავლა. მისი მოსაზრებით, დროა, ბაღებში სპეციალური სტანდარტი გაიწეროს. ანა არგანაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ ასეთ შემთხვევაში ბაღმა შესაბამისი სერვისი უნდა უზრუნველყოს. კერძოდ, დამხმარე…

როცა დუმილი დანაშაულია

ბოლოს მშობლიურ ბაღდათში რომ ჩავედი, ჩასვლისთანავე ერთი საზარელი ამბავი შევიტყვე, 83 წლის კაცმა  65 წლის ცოლი მოკლა. ცხადია, დეტალებით დავინტერესდი და დიდხანს ძიება არც დამჭირვებია. მომხდარი არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ის, რაც ტელეეთერში არ ითქვა, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია სალაპარაკო თემად და  მთელი ბაღდათი ამ ოჯახის ცოლ-ქმრობაზე ალაპარაკდა.  მეზობლები  აღშფოთებულები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ საშინლად ექცეოდა  კაცი…

PHR-ის იურისტები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანებს შეხვდნენ

ჩვენი ორგანიზაციის იურისტები 21 სექტემბერს გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანებს შეხვდნენ. გაიცნეს ბენეფიციარები და მათ თავიანთი უფლებების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, გაუწიეს იურიდიული კონსულტაციები, რაც მათ დისკრიმინაციისგან დაცვის პროცესში დაეხმარებათ. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, უმეტეს შემთხვევაში, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება უფლებადამცველებისგან; შესაბამისად, მათი ინტერესების დასაცავად, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მხრიდან საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;…

განცხადება კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის[1], რელიგიური გაერთიანებების[2], არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების პოზიცია[3] და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა. 2017 წლის  საგაზაფხულო სესიაზე, მეორე მოსმენისას, პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაამატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება”…