ბროშურა ექიმებისთვის – არავინ იმსახურებს ძალადობას

დადგენილია, რომ მსოფლიოში, ყოველ მეოთხე ქალს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც, გამოუცდია ძალადობა. ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია. ხშირად, მხოლოდ ექიმებს ანდობენ პაციენტები ძალადობის ისტორიას, მარტო ექიმებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ძალადობის სხვისთვის უჩინარი და მათთვის ხილული კვალი, მხოლოდ ექიმი სარგებლობს იმ უდიდესი ნდობით, რომლითაც ის ძალადობის მსხვერპლს გადაარჩენს.

PHR|„ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად“

ანგარიშის – „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ – მიზანს ქარმოადგენს ერთწლიანი მუშაობის გაანალიზების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების პოზიტიური მაგალითების განხილვა. ასევე, იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციისგან დაცვას ნაკლებეფექტურს ხდის. დოკუმენტი, ასევე, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რეკომენდაციებს საკანონმდებლო მოწესრიგებისა და აღმასრულებელი მექანიზმების გაუმჯობესების…

გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი

Scroll down for English version  კვლევაში – გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი, მიმოხილულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და სასამართლო პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები და მიზეზები. კვლევა განხორციელდა ორგანიზაციების – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მკვლევარების – ანა აბაშიძის, ანა არგანაშვილის, ნანა გოჩიაშვილის, თამარ დეკანოსიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ. კვლევა მომზადებულია „EWMI“…

PHR – ხელისუფლების კომპრომისი ბავშვთა ძალადობის მიმართ

22 ივლისს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესის ამსახველი პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს. შეხვედრაზე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ ბავშვთა უფლებების მიმართულებით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა – “ხელისუფლების კომპრომისი ბავშვთა მიმართ ძალადობაზე” და დოკუმენტში ყურადღება ბავშვთა სხეულებრივი დასჯის კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. დამატებით…