როცა ჟურნალისტს ვხვდები

Scroll down for English version  First printed in “Georgia Today Education”. აბა, გაიმეორე სიტყვა – „ჰიდროელექტროსადგური“ – გვთხოვდნენ ხოლმე უფროსები და ჩვენც ვიმეორებდით როგორც შეგვეძლო – „ჰიტოსაგური“ და ისინიც დაგვცინოდნენ. ხან ჩვენც გვეცინებოდა, ხან კი, ვბრაზდებოდით. მერე ამ პრაქტიკამ ტელევიზორშიც გადაინაცვლა და გაჩნდა გადაცემები, სადაც ბავშვებს ჯერ სიტყვის მნიშვნელობას ახსნევინებენ, მერე ამ ახსნილს უფროსებს აჩვენებენ…

ჟღარუნი რკინის ჭიქაში

ჩვენს საზოგადოებას დილით კბილის პასტის და საღამოს ოფლის სუნი აქვს. მექანიკურად მიჰყვება იმას, რასაც მიაჩვიეს და იმას, რასაც მისგან ითხოვენ – ფხიზლობასა და მოძრაობს. მხოლოდ, ამ სიფხიზლესა და მოძრაობაში ის სულისკვეთება არა ჩანს – “მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო” და მისთანანი. ეს, თვალგახელილი ადამიანის სიფხიზლეა და საშოვარზე გასული ადამიანის მოძრაობა, რომელიც მექანიკურად უვლის ფორთოხალს გარს.…

აქ, ქალობა განსაკუთრებულად დასჯადია

გაგვიყვია, რატომღაც, დამნაშავე ქალია თუ კაცი. თითქოს, დანაშაული კაცისთვის ბუნებრივი მოვლენა იყოს, ქალისთვის აღმაშფოთებელი, – კაცს გასაჭირში გვერდით უნდა დავუდგეთ, ქალი – მივატოვოთ. თითქოს, მარტივად გადავწყვეტთ ხოლმე, თავიდან ავიცილოთ პასუხისმგებლობა და დამნაშავე ქალს დანაშაულის ჩადენისთანავე ვრიყავთ, ვშლით ჩვენი ცხოვრებიდან, ვივიწყებთ, რომ ჩვენი შვილია, დედაა, დაა, მეგობარია. კაცს ბოლომდე მივყვებით, ვამხნევებთ, ვნახულობთ, ველოდებით, – ციხიდან გამოსულ…

გენკა!

ჩემი ოთხსართულიანი სკოლის უკანა ეზოში ლურჯადშეღებილი პატარა ხის სახლი იდგა, სადაც გენკა დედასთან ერთად ცხოვრობდა. სკოლის ყველა კლასის ფანჯარა გენკას სახლს დაჰყურებდა. გენკას გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ჩუმად შედიოდა და გადიოდა სახლიდან, ისე, რომ ქუჩაშიც ვერავინ ხედავდა. გენკას ბოხი, როხროხა ხმა ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეების შემოტევებისგან იცავდა თავს. დაწყებით კლასებში პირველ სართულზე ვიყავით…

მაგდა პაპიძის დაჭრილი ამბავი

წარმოიდგინე, მანქანით მიდიხარ და უკნიდან ვიღაც დაგეჯახა. საღამოს სახლში ბრუნდები, მეგობარს ხვდები და ამბის მოყოლას იწყებ იმით, სად მიდიოდი, რომელ ზოლში იდექი, რომელ მხარეს უნდა შეგეხვია და ამ დროს, რომელი მხრიდან დაგეჯახა მანქანა. ეს იმ ამბის მთავარი დეტალებია, რომლის მოყოლაც ჯერ არ დაგიწყია და ამას ჟურნალისტიკაში ნიუსი ჰქვია, ანუ, ნიუსი სამ აუცილებელ კითხვას სცემს პასუხს…