რის გამო ირღვევა ბავშვის უფლებები სახელმწიფო თავშესაფარში?!

ინფოგრაფიკა ემყარება – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მონაცემებს. Advertisements

რამდენად იღებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფოსგან ფსიქო-სოციალური დახმარების სერვისს?

ინფოგრაფიკა ასახავს გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ და მათგან, თავშესაფრის ბაზაზე, გაწეულ ფსიქო-სოციალური დახმარების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ინფოგრაფიკა ემყარება “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” მონაცემებსა და გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშს.

პანსიონატები – ადამიანების იზოლირების პრაქტიკა

“ხანდახან, არ მეძინება, მინდა, რომ გარეთ ვიყო და ცას ვუყურო, მაგრამ ღამე აუცილებლად მაძინებენ კონკრეტულ საათზე. დილითაც აუცილებლად უნდა ავდგე და აუცილებლად ის ვჭამო, რასაც გვიმზადებენ და იმ დროს როცა ეს მათ სურთ. მე თვითონ მინდა გადავწყვიტო ხოლმე, რა მინდა, როდის და ვისთან ერთად”… “ბავშვობაში მქონდა ასეთი ოცნება, სკოლაში მესწავლა, მერხთან ვმჯდარიყავი თეთრი მაისურით, ხელი…

“ადამიანის უფლებები – პირადი აზრი”

რა არის ადამიანის უფლებები? რატომაა მნიშვნელოვანი მათი დაცვა? და რა მოხდება, თუკი სახელმწიფო უარს იტყვის ამ უფლებების დაცვაზე? პროექტი HUMRA – Human Rights Animation წარმოგიდგენთ მოკლე ვიდეო-მონოლოგების სერიას: “ადამიანის უფლებები – პირადი აზრი”, – ანა არგანაშვილი. What are human rights? Why is it important to protect them? And what happens, if government refuses to do…

გიორგის ისტორია – ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა საქართველოში

გიორგი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირია და საკუთარი ცხოვრების მაგალითზე გვიყვება იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც საქართველოში ქმედუნარინობის ინსტიტუტის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციული ვიდეორგოლი მოამზადა PHR-მა პროექტის – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში”. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორგანიზაციების “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და Disability Rights International (DRI) მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით”

საყოველთაო ჯანდაცვისთვის უხილავი საჭიროებები ➤ ვიდეო

ვიდეობლოგის – “საყოველთაო ჯანდაცვისთვის უხილავი საჭიროებები”, მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების ასახვა. ვიდეო მოამზადა ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”. „თავიდანვე განწირულია მკურნალობა, თუკი მივდივარ ექიმთან და ვიცი, რომ მკურნალობას ვერ გავაგრძელებ“, – ლელა ჯანაშია, მშობელი. „საყოველთაო ჯანდაცვა სწორად ვერ ხედავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს“ – ნათია შარვაძე, მშობელი.