„კოალიცია თანასწორობისთვის’’ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლეთა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს

“კოალიცია თანასწორობისთვის” აფასებს მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში დოკუმენტირებულ და წარმოებულ საქმეებს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კერძო, არასამსახურეობრივ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს ეხება. კოალიცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხიდან მსგავს საქმეებზე აშკარად იკვეთება არაეფექტიანი რეაგირება, სავარაუდოდ  სამსახურებრივი ლოიალობისა და უკანონო გავლენების გამო. კოალიცია მოითხოვს პროკურატურისგან მსხვერპლების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების გატარებასა და სამართლდამცავი…

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს

ჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი. 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუციაში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები…

მივმართავთ მთავრობას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად

ბავშვებსა და მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. შემაშფოთებელი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ძალადობასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული ურთიერთობები საკმაოდ ხშირად გვხვდება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ისე  სკოლის ფარგლებს გარეთ. როგორც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიშშია – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა…

კოალიცია და სახალხო დამცველი ეხმიანებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე ხელისუფლების ინციატივას

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას.…

კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას

წლებია არსებობს კითხვები, თუ რატომ არ დგება დღის წესრიგში მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც აშკარად იკვეთება მათ მიერ სავარაუდო გადაცდომის ნიშნები. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზოგადი და არაგანჭვრეტადი საფუძვლებია, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური მექანიზმების შერჩევითად გამოყენების პრაქტიკა. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემისადმი ნდობის გაზრდის მიზნით და მოსამართლის სავარაუდო გადაცდომის ობიექტური…

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს და ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვერსიაზე ან სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბარი. ამავდროულად, საქმის გამოძიების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შევაფასოთ…

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად განიხილავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ამ დროისათვის საბჭოში უკვე დასრულდა იმ 38 მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპი, რომელთაც უვადოდ გამწესების შესახებ გააკეთეს განაცხადი. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე[1],  მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში  უვადოდ დანიშვნის შესახებ საბჭოში განაცხადს კიდევ ის 100-ზე მეტი მოსამართლე წარადგენს, რომლებიც ამჟამად გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები. ამ დრომდე, გასაუბრების…