გოგონათა მოტაცებასთან მიმართებით სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს

  “კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მორიგ ინფორმაციას ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების მიზნით მოტაცებისა და ფაქტზე პოლიციის სავარაუდოდ არაეფექტური რეაგირების თაობაზე. [1] კოალიციას მიაჩნია, რომ ძალადობის ამგვარი შემთხვევების არსებობა სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა მსხვერპლებიც ქალები და გოგონები ხდებიან. სახელმწიფოს არაეფექტურობა ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებასთან, გამოძიებასა და დასჯასთან მიმართებით არღვევს კანონის…

PHR|მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ქორწინებასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების…

კოალიცია ეხმიანება ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის არდამტკიცების შესახებ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ კოალიცია წარმოდგენილი იყო ეროვნულ დონეზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიაში. როგორც გასაუბრებების მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, კოალიციამ კომისიის სხვა წევრების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა…

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიმართვა საქართველოს პარლამენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მოთხოვნის მიზნით

2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა[1], რომელმაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. კერძოდ, დაფინანსების სქემის ცვლილების შედეგად, შემცირდა მწვავე შემთხვევებისას სტაციონარული მომსახურების დაფინანსება, რამაც მრავალპროფილური კერძო საავადმყოფოების ფარგლებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია. დღესდღეობით, პაციენტების მიღება შეწყვეტილი აქვს ღუდუშაურის…

კოალიციის კომენტარები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე

კოალიციის კომენტარები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე – ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ზოგადი კომენტარები: მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ტექსტზე მუშაობა არსებითად დაეფუძნოს 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს და დღეს არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ვითარების ობიექტურ შეფასებას. ეროვნული სამოქმედო…

რის გამო ირღვევა ბავშვის უფლებები სახელმწიფო თავშესაფარში?!

ინფოგრაფიკა ემყარება – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მონაცემებს.