PHR-ის ხელმძღვანელმა მასწავლებელთა ტრენერებთან სემინარი ჩაატარა

24-25 თებერვალს მასწავლებელთა ტრენერებისთვის სემინარი დისკუსია გაიმართა. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიწვევით ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა სემინარის მონაწილეებთან სასკოლო ბულინგის შესახებ ისაუბრა. ანამ ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, სახეებზე, პრევენციის გზებზე გაამახვილა ყურადღება და უფლებადაცვითი მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ორდღიან სემინარს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. იხილეთ ვრცლად: დისკუსია-სემინარი მასწავლებელთა…

PHR-ის საჩივრის საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა გენდერულად მგრძნობიარე ასპექტის გათვალისწინებით, განმეორებით შეისწავლა არასრულწლოვანზე ძალადობა

სოციალური მომსახურების სააგენტომ PHR-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არასრულწლოვანზე ძალადობა განმეორებით შეისწავლა და ორგანიზაციის მიერ მითითებული შენიშვნები გაითვალისწინა. PHR-მა სააგენტოს საჩივრით 21 ნოემბერს მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ სოციალური მუშაკის მხრიდან გამოვლინდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის მიმართ გენდერულად არამგრძნობიარე დამოკიდებულება, მომზადებული დასკვნა შეიცავდა ხარვეზებს და შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვდა დასკვნის გაუქმებასა და არასრულწლოვნის მდგომარეობის ხელახლა შესწავლას. საქმის გარემოებებიდან…

PHR-ის იურისტმა ,,ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის მიწვევით ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

24 დეკემბერს PHR-ის იურისტმა მარიამ ქევხიშვილმა პარტია – ,,ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის მიწვევით ქალთა უფლებებით  დაინტერესებული ქალებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მარიამმა შეხვედრაზე საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. იგი, ასევე, აუდიტორიას ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

PHR-ის იურისტებმა ძევრის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს

21 დეკემბერს PHR-ის იურისტები ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში იმყოფებოდნენ. იურისტებმა ინსტიტუციაში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს და იმ მექანიზმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევაში დაიცავთ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე, პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით დაცული იმ უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ თავიანთი უფლებების დაცვაში დაეხმარებათ.…

PHR-ის იურისტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა დასახელებულ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში მოწვეული სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე აკადემიური პერსპექტივიდან და კომპეტენციის ფარგლებში გაჟღერებული მოსაზრებებისა და ინფორმაციის შეჯამებას. კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენს-პროფესორის ირინე ხერხეულიძისა და იტალიის ლუიჯი ვანვიტელის…

PHR-ის ხელმძღვანელმა სასამართლოს წარმომადგენლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

12-14 დეკემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი – ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი“, რომელსაც PHR-ის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი იტალიელ ექსპერტ მარია მურატორესა და ანი ილურიძესთან ერთად უძღვებოდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის…

PHR-ის იურისტებმა ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს

30 ნოემბერს PHR-ის იურისტებმა მარიამ ქევხიშვილმა და ანა თავხელიძემ საქართველოს უნივერსიტეტში ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს. შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. საჯარო ლექციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს, თუ როგორაა ასახული საქართველოს კანონმდებლობაში ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, რა ხარვეზები არსებობს აღნიშნული საქმეების  გამოძიების პროცესში და როგორია ჩვენი ორგანიზაციის…