PHR-ის იურისტებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 აგვისტოს PHR-ის იურისტებისთვის ფსიქიატრმა ეკა ბერძენიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ ორგანიზაციის იურისტების ინფორმირებულობის გაზრდა  წარმოადგენდა.  აღნიშნული ხელს შეუწყობს იურისტების მხრიდან ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების მეტად ეფექტურად დაცვასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისაკენ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას.შეხვედრის მაღალ მნიშვნელობას განაპირობებს PHR-ის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება,…

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად ქალის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამოძიების დროულად დაწყება კვლავ პრობლემად რჩება. PHR-ის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, რამდენიმე თვის წინ ქალის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმე შეეხებოდა რვა თვის წინ არასრუწლოვნის თანდასწრებით დედის, დ.ჭ.-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მიუხედავად…

რა რეაგირება მოჰყვა შსს-ში ძალადობის მსხვერპლი ქალების შეტყობინებას?!

ინფოგრაფიკა ეყრდნობა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს / ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე – http://police.ge/#  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს (2016) – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (გვ.631) / ხელმისაწვდომია ბმულზე – http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf

PHR-ის იურისტებმა წყალტუბოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

PHR-ის იურისტები კვლავ განაგრძობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, 3 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივ საავადმყოფოში  PHR-ის იურისტებმა მორიგი სემინარი თემაზე – ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის  მხარდაჭერის…

PHR-ის წარმომადგენლები „ბაბალეში“ დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ

კანონის არსებობა, ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონის ეფექტურად გამოყენება სწორედ იმ ადამიანებმა შეძლონ, ვის უფლებებსაც ეს კანონი იცავს. PHR-ის წარმომადგენლებმა სოციალურ საწარმო “ბაბალეში” ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონით სარგებლობის გაადვილება წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც, რომელიც მოზარდებსა და იურისტებს კანონის აღქმის გაადვილებაში ეხმარებოდა.…

მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, ჩართულები არიან ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) მონიტორინგის პროცესში. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)” და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების შეფასებაში.  ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მონიტორინგს ახორციელებს ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების…

PHR-ის წარმომადგენლებმა თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს

18 ივნისს, თბილისში აღმოსავლეთ საქათველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა – ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები“. სამუშაო შეხვედრები ხორციელდება ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.  შეხვედრის მიზანს…