როცა დუმილი დანაშაულია

ბოლოს მშობლიურ ბაღდათში რომ ჩავედი, ჩასვლისთანავე ერთი საზარელი ამბავი შევიტყვე, 83 წლის კაცმა  65 წლის ცოლი მოკლა. ცხადია, დეტალებით დავინტერესდი და დიდხანს ძიება არც დამჭირვებია. მომხდარი არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ის, რაც ტელეეთერში არ ითქვა, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია სალაპარაკო თემად და  მთელი ბაღდათი ამ ოჯახის ცოლ-ქმრობაზე ალაპარაკდა.  მეზობლები  აღშფოთებულები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ საშინლად ექცეოდა  კაცი…

ახლა ადევნება დასჯადია!

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გოგო მოკლეს. ფაქტმა ზოგში აღშფოთება, ზოგში ბრაზი, ზოგში კი, შეცოდება და თანაგრძნობა გამოიწვია მკვლელის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ბევრი მათგანი იმუქრებოდა, განაჩენი წინასწარ გამოჰქონდათ. ასეთი მწვავე რეაქციები საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ქალს კლავენ. მაგრამ მანამ სად ვართ, სანამ ქალს მოკლავენ?! ვერაფრით მიგვიღწევია იმისთვის, რომ მსგავსი აღშფოთებითა და სიმკაცრით განვეწყოთ მაშინაც,…