სიღარიბე – განაჩენი ბავშვებისთვის

2 დღეა საქართველოს პარლამენტი, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს ისმენს. ანგარიში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, განსაკუთრებულად მწვავედ  კი ბავშვთა სიღარიბეს შეეხო. ამან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  მიერ განხილული ერთი საქმე გამახსენა – R.M.S. v. Spain. ამ საქმეში  დედა, სასამართლოს უყვებოდა, თუ როგორ მივიდა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ესპანეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოციალური…

მედიაეთიკა და ქალთა უფლებები

ფემინისტები აღიარებენ, რომ მასმედია ნებსით თუ უნებლიეთ აკონტოროლებს ქალის ცხოვრებას მისთვის მორგებული როლების პოპულარიზაციით. 1880-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების აქტივისტი და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სიუზენ ენთონი (Susan B. Anthony) წერდა იმის შესახებ, რომ მანამ, სანამ კაცების მიერ კონტროლდებოდა მედიასაშუალებები, ყველა ქალი ვალდებული იყო ეწერა სტატიები, რომლებიც იქნებოდა კაცების იდეების ანარეკლი. ქალთა იდეები…

8 მარტის ეკლიანი ყვავილები

2012 წლის 8 მარტს სან-ფრანცისკოში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებას დავესწარი. პირველი გრძნობა, რომელიც გზად მიმავალს გამიჩნდა, ღიმილისმომგვრელი დამორცხვება იყო. მეგონა, მივდიოდი იქ, დაგვახვედრებდნენ ყვავილებს, მამაკაცებიც ხელზე ამბორით შეგვეგებებოდნენ და ამ ყველაფრის წარმოდგენისას ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა – რატომ გადაწყვიტა მასპინძელმა ორგანიზაციამ ასეთ სტერეოტიპულ ღონისძიებაზე ჩვენი წაყვანა? ჩემგან განსხვავებით ეს კითხვა არ გასჩენია შვედ კოლეგას, რომელმაც…

“მედია დიეტიდან” ბავშვის გამოხატვის თავისუფლებამდე

ფილოსოფოს ჯონ ლოკს სჯეროდა, რომ ბავშვები უცხო ქვეყანაში ჩასული მოგზაურები იყვნენ, რომლებსაც ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გაეგებოდათ. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აზრი გამოეხატათ, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ის იზიარებდა ტრადიციულ შეხედულებას, რომ ბავშვებს, „რაციონალური“ ზრდასრულებისგან განსხვავებით, არ აქვთ პოლიტიკური უფლებები. თანამედროვე დემოკრატიული ფილოსოფია ცვლის პარადიგმას და ამბობს, რომ ბავშვები თანასწორი, ღირსების მატარებელი,…