PHR-ის სამართლებრივი დახმარება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრა. 2017 წლის 27 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტის პოზიცია სათემო მომსახურებაში ჩართული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასა და მხარდასაჭერი სფეროების განსაზღვრასთან დაკავშირებით და აღნიშნული პირი, გარკვეულ სფეროებთან მიმართებით, მხარდაჭერის მიმღებად სცნო.

PHR-ის სამართლებრივი დახმარება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლში მცხოვრებ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრათ. 2017 წლის 09 თებერვალს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესებზე სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია სათემო მომსახურებაში ჩართული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე სამი პირისათვის მხარდაჭერის სფეროების განსაზღვრასთან დაკავშირებით.  PHR-ის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა განპირობებულია ორი გარემოებით:  1. სასამართლომ არ გაიზიარა ლევან…

PHR-ის სამართლებრივი დახმარება “ხელი ხელს” ბენეფიციარებს

PHR(პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის)-ის იურისტებმა სათემო სახლის – „ხელი ხელს“ 4 ბენეფიციარისთვის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. 1-სა და 20 ივლისს გაიმართა სასამართლო პროცესები და შედეგად, ოთხივე ბენეფიციარს პენსიის მიღებისა და განკარგვის ნაწილში დროებითი მხარდამჭერები დაენიშნათ. ამ ეტაპზე, PHR-ის იურისტები ელოდებიან ბენეფიციართა ინდივიდუალურ შეფასებასა და რაიონულ სასამართლოში მთავარი სხდომის ჩანიშვნას.

სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შშმ პირებისთვის პარკირებით სარგებლობის წესის ნაწილი დისკრიმინაციულად ცნო

დღეს, 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და ბათილად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც საკუთრების ნიშნით დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას. საკრებულოს კი, რეგულაციების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება მხოლოდ მას…